საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. წინა დღესთან შედარებით, დღეს ვირუსის 41-ით ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დღეს, 7 ოქტომბერს, ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლო ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს. განსასჯელის სკამზე რუსეთის მოქალაქეა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პოლიციამ გორში სხეულის მძიმე დაზიანებებით იპოვა, დათხოვნაში იმყოფებოდა და არასამსახურეობრივ პირობებში დაშავდა.
ახალქალაქში, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების სოლიდარობის ნიშნად, მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა ლოზუნგით – „ჯავახეთი ყარაბაღის მხარდასაჭერად“ გაიმართა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 99 თბილისს უკავშირდება. გუშინ თბილისში ინფიცირების 72 ახალი შემთხვევა იყო.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 209 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი. გუშინ რეგიონში COVID-19-ის 416 ახალი შემთხვევა…
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ოთხით გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა.
COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ახალი ანგარიშის მიხედვით, 30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე საქართველოში 648 736 PCR ტესტი ჩატარდა.
დედოფლისწყაროში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტი დანით დაჭრეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაჭრილის მეზობელი, 33 წლის მამაკაცია დაკავებული.
2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია გახდა. მას პრიზის სახით 10 000 ლარი გადაეცა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11