საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი კიდევ 519 ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც კოვიდ-ინფიცირების რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი 11 271-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 6119 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება არ იგეგმება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის სამოგზაურო შეზღუდვები, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ტურისტული მიზნით შესვლას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) განცხადებას ავრცელებს, რომლითაც განმარტავს, რატომ არ მისცეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში გამოფრენის საშუალება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ 3 მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დალი მინდიაშვილის განცხადებით, მოსწავლეები სკოლაში მშობლების გადაწყვეტილებით არ გამოცხადნენ.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 4886 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 63 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა…
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჯუგაანის თემის სოფელ ერისიმედში პოლიციის საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც სოფელში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. საჭიროების შემხვევაში მათ ადგილზევე…
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ბოლო დღეების განმავლობაში გორის სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტი ბავშვი მიიყვანეს. „იავნანას“კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ დღეს განაცხადა, ბავშვებმა ნაწლავური ვირუსული ინფექცია – ნოროვირუსი გადაიტანეს.
ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა 26 კვირის ორსულმა ნაყოფი დაკარგა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11