weather cur horoscope tv
მაისი 11, 2024

საზოგადოება

გორის დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კომბინატის დასახლებიდან 48 ბავშვი მოწამვლის სიმპტომებით მიიყვანეს. „რეგინფოს“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, რომ პაციენტებს ამ დრომდე იღებენ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 შემთხვევა აჭარის რეგიონშია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სოფლის შესასვლელში ერთმანეთს „მარშუტკა“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა ავტომობილის…

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი, ორი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. საქმე ეხება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 5 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა. მამაკაცს, რომელიც სავარუდოდ გზაზე გადადიოდა „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. გუშინ მაშველებმა იპოვეს მოზარდის მშობლების და ასევე, მეწყერში მოყოლილ ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცის ცხედრები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილ 25 000 კილოგრამ კარტოფილში კარტოფილის კიბო დადასტურდა, რის გამოც საქონილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ორი პირი - 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 1977 წელს დაბადებული გ.ჯ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]