weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

საზოგადოება

სვანეთში, მესტია-უშგულის გზაზე მიმავალი ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მდინარეში ე.წ. დელიკაა გადავარდნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული დ.შ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

დღეს, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელის რაიონში 4.5 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გასული ანონსის შემდეგ, 24 ივნისს მომდარი დანაშაულის მონაწილეები დააკავა. საქმეში ფიგურირებს „ქართული ოცნების“ წევრის, პარლამენტარ კობა კობალაძის შვილიც.

თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს, რომელსაც ბრალად გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ოჯახში ძალადობა, მუქარა და ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. 

აჭარაში კორონავირუსული ინფექცია ერთი ოჯახის ხუთ წევრს დაუდასტურდა. როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, ინფიცირების წყარო სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, რომელიც 9 ივლისიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გულგრილობაში ბრალდებულ ორ პედაგოგს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმე ეხება ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე სკოლა „ალბიონის“ მოსწავლის, 16…

სიღნაღის სოფელ ტიბაანში 52 წლის კაცი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. სოფელში მერის წარმომადგენლის, ლია მაძღარაშვილის ინფორმაციით, ა.ო.-მა თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას…

„ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო“, – განაცხადა 19 წლის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]