საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახლის წინ მყოფ რამდენიმე ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, რომელიც რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მონაწილეა, ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.
სამეგრელოში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ადგილობრივები და მაშველები მეორე დღეა ეძებენ. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს „ლაივპრესის“ ინფორმაციით, მოზარდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელიში, კიროვის უბანთან გუშინ გაუჩინარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ოთხივე შემთხვევა შემოტანილია. ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.
გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ბიძა, მირიან ნილოლაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდნენ. როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, გარდაცვლილის დედ-მამამ ნინო ლომჯარიასთან თქვეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, ელოდებიან მის დასრულებას და საბოლოო…
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილსა და მასთან ერთად დაკავებულ 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.
საქართველოს მთავრობამ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა. კითხვები ეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს, სპეციალურ ელექტრონული ანკეტის შევსებას, აეროპორტში ტესტირებას, ქვეყნიდან გამგზავრებასა და სხვა საკითხებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას (სემეკ) შესაძლოა მიეცეს უფლება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.
სამართალდამცველებმა ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11