საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 963-მდეა გაზრდილი, საიდანაც 841 გამოჯანმრთელებული…
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი რეგულაციები შენარჩუნდება. თურქეთში ყოველდღიურ და სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები თვეზე მეტია აჭარაში პერიოდულად აქციებს მართავენ და სახმელეთო…
წინანდალში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ გუშინ ღამით ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მომსახურე პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია გახდა საჭირო. „სილქროუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის უფროსის, აკო ახალაიას ცნობით, ხანძრის შედეგად საუნა და მიმდებარე ტერიტორია…
გურჯაანში ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. განსაკუთრებული უხვმოსავლიანობის მიუხედავად, ხილის აღების და რეალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პროდუქციის ფასი გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მაღალია. ფასთან ერთად გაზრდილია ხილზე…
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პოლიცია იძიებს, განზრახ დაწვეს თუ არა ის ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ (გური) ამირხანაშვილი იმალებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა „112“-ში შესული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერი, რომელიც, სამინისტროს განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ ტრაგედიის ღამეს განახორციელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.
ესტონეთის რესპუბლიკაში შესვლა საქართველოდან მიმავალ მგზავრებს 6 ივლისიდან შეუძლიათ. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო მოხვდა იმ 14 ქვეყანას შორის, რომლისთვისაც, ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საზღვრები გაიხსნა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყესთან ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა გათავისუფლებულია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 ივლისამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს, მთიან რაიონებში კი 35, 37გრადუსს მიაღწიოს.…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11