საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისსა და ბათუმში ხუთი პირი ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლების ბრალდებით დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა კახა ხვისტანმა დაადასტურა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპვოვეს. ის მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კილომეტრში იყო.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, სამი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.
დღეს, 15 ივლისს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებამ და მრევლმა დადიანების მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი და წმინდანების ნაწილები ივერიის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადაიტანეს.…
ელიკო ჩხიტუნიძე 2019 წლის 10 დეკემბერს იხსნებს, როდესაც ის და მისი 15 წლის შვილი, ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ იმ დღეს გამომძიებელი მარიანა…
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ამირან გიორგაძე კანონს არღვევს იმით, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს დღის წესრიგში არ აყენებს. ეპისკოპოსმა ამაზე საკვირაო ქადაგების დროს…
2020 წლის იანვარ-მაისში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული 18.3%-ით შემცირდა – ამის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში სულ 23 114 დანაშაულია…
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 24 წლის ნ.კ.-ს, რომელიც ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეზეა დაკავებული.
სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი – 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11