weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2025

საზოგადოება

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 30 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საპატიმროში მოინახულა. სასულიერო პირის აზრით, ერთ ადამიანზე „სისტემის ჯოხის გადატეხვა“…

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. დღესვე ცენტრს გადაეცა რეანომობილი, რომელიც მთელ კახეთს მოემსახურება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც ორის წყარო უცნობია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია განცხადებით, წყაროების დადგენის მიზნით ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ წარმომადგენელი რაშან ზიადალიევი აცხადებს, რომ მარნეული რაიონის სოფელ არაფლოში, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ნარკოტიკული ნივთირების ჩადება სცადა.

გორში ორი ადამიანი დაჭრეს

პარასკევი, 17 ივლისი 2020 23:08

გორში, ვერხვების დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდნარეობს.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება, ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების საკითხი განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატებში ცხენის/ვირის და ქათმის ხორცის იდენტიფიცირებისთვის კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 9 სახეობის ნახევარფაბრიკატის შემცველობა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას არ შეესაბამებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით დღეს საქართველოში ჩამოიყვანეს ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]