weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს რაიონებში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა. სააგენტოს ინფორმაციით, 21 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 ადამიანი მოიწამლა. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

საქართველოს საპატრიარქო ბათუმსა და თბილისში ლევან აკინის ფილმის ჩვენების წინააღმდეგია. საპატრიარქოს განცხადებით, „სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი“ კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, ემიჯნებიან შესაძლო ძალადობრივ ქმედებებს.

„წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო შეშფოთებული ვართ იმ ბრალდებისა და საშინელი ცილისწამების გამო, რომელსაც მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განდგომილი პირები უყენებენ“, - ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ…

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ასფარაში სახლებსა და ნაკვეთებს მასობრივად ყიდულობს. „ნახევარი სოფელი უკვე ვიყიდე“, - აცხადებს მეუფე ადგილობრივ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში. მიტროპოლიტი თითო…

ბათუმში 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ.

რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც  „ფოლკსვაგენის“ მარკის მანქანაში დამონტაჟებული თხევადი აირის ბალონი აფეთქდა. ცეცხლი ორივე მანქანას წაეკიდა. მგზავრებმა გადმოსვლა მოასწრეს. დაშავდა 2 ადამიანი…

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა და უწყების მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გაეცნო. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა სტუმრებს მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა,…

6 ნოემბერს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კახეთს ეწვევა და რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს დაათვალიერებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]