საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. სოფელში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ახლობლების თქმით, არ იციან რა გახდა თვითმკვლელობის…
8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით პოლიციამ 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
თბილისში ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლის მიზნით მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე,…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, რომელთაგან 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია, რომელიც ახლა ფოთისსაკრებულოს თავმჯდომარეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შესაძლო პორნოგრაფიის ნიშნების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო…
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიის საავტომობილო გზაზე 11 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი 2 მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, მეორე მონაკვეთზე კი მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დარსულდება.
თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთს ბალონის ნამსხვრევი მოხვდა და გარდაიცვალა.
ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, მშენებარე კორპუსიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11