საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კრემლის განცხადებით. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფოს ან მის ოფიციალურ უწყებებს კავშირი არ აქვთ. ასე პასუხობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება გერმანულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც, ხანგოშვილი შესაძლოა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარიამობის დღესასწაული საზოგადოებას სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც იმყოფებოდა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები - სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა დღეს გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა…
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.
შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთმა ოსკარზე წარადგინა. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოსკარის ერთ-ერთ კატეგორიაში, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტებს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მთის ფერდობზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ქვემო ქართლში, მარნეულში პოლიციამ 30 გრამი ჰეროინის ფლობისთვის 52 წლის კაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 51 წლის ქალი, რომელსაც თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის ბასრი საგნით დაზიანება ედება ბრალად.
მცირეწლოვანის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, პეკინის გამზირზე ბასრი იარაღით თავს დაესხნენ, საშუალო სიმძიმისაა. ექიმის თქმით, მას ოპერაციისთვის ამზადებენ. „მისი ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ცნობიერება ნათელია, კონტაქტურია. პაციენტს აღენიშნება ღრმა ნაკვეთი…
დღეს, 27 აგვისტოს საღამოს, თბილისში, პეკინის გამზირზე ბასრი საგნით ბავშვს თავს დაესხნენ. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11