საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, მათი შვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე ამბობს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენებით, რომლის გამოც ორმა ოჯახმა სახლი და მიწები დაკარგა.
სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 18 აგვისტოს, თბილისიდან და ბათუმიდან, ორივე მიმართულებით, დამატებითი სამგზავრო მატარებელი ინიშნება.
ოზურგეთში თხილის ბაღში მიტოვებული ჩვილი იპოვეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა ახალშობილის ძებნა ადგილობრივი საავადმყოფოდან მიღებული შეტყობინების შემდეგ დაიწყეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარაში ატარებს და აცხადებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა ღობეებს ავლებენ, შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.
„მთავრობისგან გვერდში დგომა გვინდა, თორემ ჩვენ მარტო რას გავაკეთებთ?! ვერაფერს გავაკეთებთ. იმედით ვცხოვრობთ“, – განაცხადა გუგუტიანთკარის ერთ-ერთმა მცხოვრებმა სოფელში მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით.
სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს ეკონომიკურად დაეხმაროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დაზარალებულ ოჯახებს. საოკუპაციო ძალები რამდენიმე დღეა გუგუტიანთკარში ღობეებს ავლებენ, რის გამოც ორი ოჯახი ომის დროს დაზიანებულ სახლს და მიწის ნაკვეთებს…
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.
შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ აცხადებს, რომ აჩერებენ იმ ტყემლის საწებლის რეალიზაციას, რომელშიც არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. კომპანია აპირებს, გამოყენებული ყველა დამხმარე მასალა და მზა პროდუქტი საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში გამოსაკვლევად გაგზავნოს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ღობის გავლების სამუშაოების განახლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11