საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქალაქ გურჯაანში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის მშენებლობა რამდენიმე კვირაა დაიწყო და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიწის მოსწორებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და სულ მალე მშენებლობის პროცესი დაიწყება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ყინწვისის მონასტერში იატაკის შეცვლა ტაძრის წინამძღვრის თვითნებური ქმედებაა, რაზეც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისგან, მეუფე იობისგან რეაგირებას ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის თანამშრომლებმა კურორტ ბახმაროს თეატრის შენობის დაზიანების ბრალდებით თბილისიდან, ბათუმიდან, გურიისა და აჭარის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან დასასვენებლად ჩასული მოზარდები ამხილეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გულშემატკივრებს მიმართავს და სთხოვს, მისთვის შეფარდებული 40 000 ლარიანი გირაოს ანგარიშზე თანხა არ შეიტანონ.
„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა ერთი კვირის ვადაში ტელეკომპანია გაყიდოს. როგორც ის ამბობს, „რუსთავი 2“ გაკოტრების პირას არის მიყვანილი, რადგან 70 მილიონ ლარამდე ვალი აქვს დაგროვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს. კონკურსი 100 ვაკანსიაზეა გამოცხადებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ივლისის მონაცემებით ტურისტულმა სექტორმა 60 მილიონ დოლარამდე იზარალა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება დღეს აუცილებელია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბიდან დაშვების დროს დაგორდა, რის გამოც მაშველების დახმარება დასჭირდათ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ახალგაზრდობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი თაობა ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ის ღმერთს გამოსტაცოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ხ.თ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11