საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„არვიცი, თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მათ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე. რატომ და როგორ, ამას ვიტყვი შვიდ საათზე“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გნერალურმა დირექტორმა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული, სადაც მას ბრალს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.
ბათუმის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სსიპ „ბათუმის ბულვარმა“ ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. მსურველებს მათი გამოყენება უფასოდ შეუძლიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულები მოქალაქეს ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის წილს სძალავდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებაში კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა.
რუსეთ-საქართველოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ციხეზე სამოქალაქო აქტივისტებმა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინეს წარწერით – „მავთულხართებმა სიარული ისწავლეს, ჩვენ ვერაფერი“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9488 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9338 ლარი იყო.
ახალსოფელში მრავალპროფილური სპორტული კომპლექსისი მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11