weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 2 ათას უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს, საქართველოდან ორი უნივერსიტეტი მოხვდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1073-ე ადგილზეა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1549-ე ადგილზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული…

სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც პუტინმა განაცხადა, იმედი აქვს, რომ 25 აგვისტოს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად…

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთიდან ხევსურეთის მიმართულებით, აწუნთის უღელტეხილისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკზე ველოსიპედიდან სლოვენიის მოქალაქე, 72 წლის მამაკაცი გადმოვარდა. მოტეხილობების გამო მას მაშველების დახმრება დასჭირდა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ „რუსთავი 2“-ის შემდეგ არ იქნება „ტვ პირველის“ ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას“, – განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა პროკურატურაში ტელეკომპანია „პირველის“…

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ ბრალი „თიბისი…

თურქეთის ქალაქ არდეშენში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში გუშინ, შტორმის დროს შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკუთარ ავტომობილს თეთრი ფერის ფირი გადააკრა, რათა ტაქსის მძღოლები დაარწმუნოს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც კალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ტაქსების რეფორმის პროექტი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომლითაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, „თელავის დემოკრატიის სკოლის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. დღეს გამართულ პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც შარვაშიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]