weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2025

საზოგადოება

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) აცხადებს, რომ მისი აზრით, პროკურატურას მამამისის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს. წერეთელი ვარაუდობს, რომ ამ გზით მასზე მანიპულირებას შეეცდებიან.

დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თამარ ყეინიშვილმა, ბესიკ მამიაურის მშობლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს…

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი განაახლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკანონო სამუშაოები 7 აგვისტოს, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე დაიწყო.

თბილისში, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული ერთ-ერთ ქუჩა და მასთან არსებული სამი შესახვევი, რომლებსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი…

საქართველოს სახალხო დამცველი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება. წერეთელი სასამართლოში 15:00 საათზეა დაბარებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე „სირცხვილია“, გაიხსენა, როგორ მოხდა 2008 წელს, აგვისტოს ომის დღეებში, როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცე დახურული იყო, აზერბაიჯანიდან 300 მილიონი…

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ ტელეკომპანია 2019 წლის ბოლომდე დაიხურება. ამის შესახებ გვარამიამ „კავკასიას“ ეთერში განაცხადა.

ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოავლინეს.

2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაზე, რომელსაც ომის კვალი ჯერ კიდევ ეტყობა, სტენსილი დახატეს. კედელზე მავთულხლართებთან მდგომი პაპა და შვილიშვილი არიან გამოსახულები. გოგონას ხელში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]