საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, ვლაქერნობის დღესასწაული, რომელიც 15 ივლისს აღინიშნება, ზუგდიდში დასვენების დღედ გამოცხადდეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, მეუფე გერასიმემ ამის თაობაზე დღეს, სადღესასწაულო ქადაგებაზე განაცხადა.
საგარეჯოში, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან, სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს. სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ვიდეოს ავრცელებს, ამბობს, რომ ძაღლს კიდურები აქვს მოჭრილი და დამწვარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს რადიაციული ნივთიერება სომხეთიდან საქართველოს გავლით რუსეთში გადაჰქონდა.
„ინგა გრილოგია არის ძ..ნა და ქვეყნის მტერი! გავიმეორებ ათასჯერ“, – წერს ფეისბუქში ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ალექსანდრე სიმონიშვილი, რითიც ის მხარს უჭერს სექსისტური კომენტარის ავტორს, რუსთავის საკრებულოს…
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს ადგილობრივებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის, თუმცა ვითარება დროულად განიმუხტა და ახლა ადგილზე სრული სიმშვიდეა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ინტერვიუ მისცა, სადაც 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. საბანაძის თქმით, აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, რადგან, „წესით,…
ძაღლი, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმტვრიეს, გადარჩა და ჭამა დაიწყო. ჰასკის ვიდეო დედაღვთისას მონასტრიდან მამა სებასტიანე ნეფარიძემ გაავრცელა. მანამდე, სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ძაღლი ჭამას ვერასოდეს შეძლებდა.
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმძღვანელოს პირველკლასელები უფასოდ მიიღებენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება.
ახალქალაქში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ კუმურდოს მკვიდრი, 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს, Jnews–ის ცნობით, მიტოვებულ შენობაში ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11