weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2025

საზოგადოება

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე, ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭიათურელი მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შეხვდა 9 წლის დაჩი გულუას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მას წერილით მიმართა და საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურის დატანა სთხოვა.

სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 26 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, წელს სახალხო დღესასწაულს დაარსებიდან 60 წელი უსრულდება, გარდა ამისა, აღინიშნება ბახტრიონის ბრძოლის 360 წლისთავი. „ზეზვაობა 2019“ საქართველოს…

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ჭიათურის ცენტრში გაშლილ კარავში „ჯორჯიან მანგანეზის“ 15 თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა შიმშილობს. როგორც ისინი აცხადებენ, თუ დამსაქმებელი კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და პირს ამოიკერავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამაუკა ბახტაძის განცხადებით, სტარტაპერებისთვის 10-მილიონიანი ფონდი შეიქმნება, საიდანაც ყოველ ინოვაციურ პროექტზე 650 000 ლარის გრანტის გაცემა იქნება შესაძლებელი.

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ა(ა)იპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს“ შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, კოლეჯის კურსდამთავრებულებს, რომელთაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, სწავლის დასრულების შემდეგ, საშუალება მიეცემათ გაიარონ…

თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის. B COM არის ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს. B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა,…

შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ამ საქმეზე გენერალურ ინსპექციაში მოკვლევა მიმდინარეობს, შსს-ს ერთ თანამშრომელს კი, არასათანადო რეაგირების გამო, უფლებამოსილება…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]