weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2025

საზოგადოება

გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა, რასაც ბრალდებულის ადვოკატიც დათანხმდა.

„ეს დღე ჩვენია“ – 26 მაისს, დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში (რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს) და შალიკაშვილების სახელობის ქართული სამხედრო მუზეუმის ეზოში აღინიშნება.

თავის ტკივილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პრობლემაა მსოფლიოში. იგი დღეისათვის 2.5 მილიარდ ადამიანს მოიცავს და გავრცელებით პირველ ადგილზეა ქრონიკულ დაავადებათა შორის.

„სახელმწიფო მოქმედებს და ჩვენ ვენდობით, რომ სახელმწიფო არ გაყიდის ჩვენს ურთიერთობას. მე ისიც მჯერა, რომ აზერბაიჯანი იმას არ იზამს, რომ ჩვენი რაღაც დააზიანოს. დროებით დაველოდოთ, თუ არადა, ჩვენ დამთმობი არ…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა. ზურაბიშვილის აზრით, პრეზიდენტი შრომითი დავის საკითხს არ უნდა ეხებოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წყალტუბოში, ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ბრალდებით ორი პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

წყალტუბოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც საკუთარი 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს გზა გაჰყავთ, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე, რომელსაც სტუდენტი გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტელეფონი გაუტეხეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]