weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება. კალაძის თქმით, ისტორიულ ნაწილს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება და ის აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რომ 2019-2020 სასწავლო წლისთვის სოფლის მცირერიცხოვანი სკოლები დახუროს. მათ შორის ხვდება ახალგორის (ლენინგორი) რაიონის სოფლების – აბრევისა და ახმაჯის სკოლები.

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს. დაკავებული 16 წლის გოგოა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დღეიდან, 22 მაისიდან 7 ივნისამდე, გორის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტალენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების გამო დაწესდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტი გოგოს სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით…

თბილისში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც იანვრის ბოლოდან დაიწყო, დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ჩაატარა, რაზეც ბიუჯეტიდან 2 633 800 ლარი დაიხარჯა. ორი წლის განმავლობაში,…

„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მონაწილე ყველა ბენეფიციარს, რომელმაც შემოიტანა განაცხადი და პირველ ეტაპზე ვერ დაუკმაყოფილდა, პროგრამის მეორე ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში…

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]