საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში ღონისძიება ჩატარდა. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები და ჩატარდა სპორტული აქტივობები.
ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ჯერ არ უპოვიათ და…
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცს საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 288 რეკრუტი დადებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას განცხადებით მიმართა და სთხოვა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სრულ პერიმეტრზე 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, მიიღოს ადეკვატური ზომები შესაძლო…
120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამი ნგრევადი და ერთი სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი დაიხურა…
თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები ვეღარ დაიცავენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტ გოგონას, რომელიც ლექტორისა და საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. თბილისში დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ა.ნ., წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას სულ ცხრა კანდიდატი იღებს. კონკურსისთვის განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანული მხარე გზის გაყვანის სამუშაოებს აგრძელებს და მძიმე ტექნიკა, მათი გაყვანის ნაცვლად, დაამატეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11