საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ვახტანგ (ვატო) შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. როგორც მათ განაცხადეს, პოლიტიკურ საქმიანობას დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა „დაიცავი საქართველოსთან“ ერთად გააგრძელებენ.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკის ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ორი არასრულწლოვანი გამოავლინეს.
თურქეთის უშიშროების ძალებმა, იზმირის პროვინციაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ბრალად ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (დაეში) კავშირი ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah…
2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი, რომლებიც რეგიონებში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს და შემდეგ თბილისში, ბაზრობებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში საქონლის ხორცის სახით ყიდდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანია „სოფოში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა, რის შედეგადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცეს, რომლებიც სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში ფერმერებს უნდა დაურიგდეთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ პოლიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. შსს-ს ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა შენობის პირველ სართულზე, პირველი კლასის ოთახში მოხდა. ადგილობრივი გამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ჭერი გაკვეთილის მიმდინარეობისას ჩამოიშალა,…
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტი, 25 წლის ავთო კიკნაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. ის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11