საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია“, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. დეკანოზი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილს,…
თბილისის მერია აცხადებს, რომ დღეს, 23:30 საათიდან, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. „ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომში ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს.
2018 წლის დეკემბერში რუსმა სამხედროებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან 64 ადამიანი დააკავეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ამ მონაცემებს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. კომიტეტის ცნობით, დაკავებულებიდან 40-მა ე.წ.…
2018 წლის 20 დეკემბერს, საქართველოში მიმდინარე სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პროგრამების ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ფრანგული ასოციაცია “იონი-კახეთის” პრეზეიდენტი ბ-ნ ჟან ნოელ ლური, საფრანგეთში შინ მოვლის ეროვნული ასოციაციის წევრი ქ-ნი მარი კლოდ…
ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, 63 წლის მამაკაცს სხვა რაიმე დაავადება არ ჰქონია, მაგრამ კლინიკას დაგვიანებით მიმართა.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
H1N1 ვირუსით 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცი დაიღუპა. ახალგაზრდა 9 დღის განმავლობაში ქუთაისის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ოჯახის წევრების თქმით, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რის გამოც ვირუსი გაურთულდა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11