weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2025

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 173-ე კილომეტრიდან 186-ე კილომეტრამდე (კალა-უშგული) ყველნაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, ქუთაისში სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ავარიის შედეგად დაღუპული სამი ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება და მასში მონაწილეები მაგისტრალზე მოძრაობის უსაფრთხოებისთვის რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს, ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობას „ცივილური სახე“ მიეცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ადგილზე, საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა. ე.წ. ჭკვიანი კამერები სამცხე-ჯავახეთში განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

რაჭაში, კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა დაკარგულ შოთა სამხარაძეს ეძებენ. ის ბოლოს 12 იანვარს, თოვლის ფესტივალზე ნახეს.

მცხეთის ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცლებს, რომლითაც მრევლისა და ტურისტებისთვის მონასტრის დაკეტვის მიზეზებს განმარტავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მხრიდან ეს უკიდურესი ფორმაა, რითიც უკანონო გარევაჭრობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სცადეს.…

სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა თავზე ნაგვის ურნა დაამხო, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიიდან საქართველოში ჩარტერული რეისით ბრუნდება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს. პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, ამ საკითხთან დაკავშირებით შსს დეტალებს არ ასაჯაროებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 17 შემთხვევა ფიქსირდება.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]