საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. სამძიმრის წერილი, რომელსაც პატრიარქი ილია მეორე აწერს ხელს, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრიდან 55-ე კილომეტრამდე (ვერონა-შუამთის მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის…
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველიდან 16 იანვრის ჩათვლით საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. გამყრელიძე სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, გავრცელების არეალები…
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში, სადაც ორი თვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, მოსახლეობა წიაღისეულის მოპოვების წინააღმდეგია. ამ მოთხოვნით მათ აქცია გამართეს და კომპანიის ტექნიკას სოფელი დაატოვებინეს.
დიდ დიღომში მდებარე 9-სართულიანი ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული. ამის შესახებ ჟურნალისტს საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა განუცხადა.
საქართველოს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“ ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ვარდიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ იკვეთება აღნიშნული კომპანიის ტექნიკოსის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი.
ნინოწმინდა-კარწახის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც უამინდობის გამო შეზღუდვებია დაწესებული, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი „ნივის“ და ორი „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა.
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ექვსი ბავშვიდან ერთი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება. როგორც გადაუდებელი მედიცინის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, 4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გორში, ვოლოგდის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, დიდი დიღომში, მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. პრემიერის განკარგულების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11