საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მუხიანის დასახლებაში დააკავა 1995 წელს დაბადებული რ.ა. სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 1984 წელს დაბადებულ ქალს ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, მასზე იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბიამ უარყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ.
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზების შემთხვევები 845-მდე გაიზარდა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში 44-მდე ადამიანია მოთავსებული.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის მსჯავრდებული მეუღლის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის სექტემბერში გრიგოლ ბაკურაძეს 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში 60 წლის მამაკაცი დაიხრჩო. სოფელში მერის წარმომადგენლის, ლევან ქევხიშვილის ინფორმაციით, თანასოფლელს, რომელიც ნაკვეთში ჩალის მოსაჭრელად გუშინ დილით წავიდა და შინ აღარ დაბრუნდა, მთელი…
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაურამდე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია და მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშეა შესაძლებელი.
თბილისში 22 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი H1N1-ის ვირუსი, იგივე ღორის გრიპი გახდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილს მძიმე დაავადება ჰქონდა, რის გამოც ვირუსი გაურთულდა.
თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა“ გაქურდეს. მაღაზიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქურდები შენობაში დაახლოებით ღამის სამ საათზე შევიდნენ. კამერებმა სამი ადამიანი დააფიქსირეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11