საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, თუმცა ამავდროულად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე დარტყმები გაგრძელდება. ამასთან, ტრამპი ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა თურქეთს იმ შემთხვევაში, თუ…
ბათუმში, გვიან ღამით, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულიდან 43 წლის ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი იძულების და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მიღებას ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებს. მეუფე იოსების განცხადებას შემოქმედის ეპარქია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
მარნეულში ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს. სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა მას სხეულის დაზიანებები იმის გამო მიაყენეს, რომ უცხო პირმა მისი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული დ.დ. ცხენების ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, ჰქონდა თუ არა პაციენტს ე.წ. ღორის გრიპი. გამყრელიძის…
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში H1N1 ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუს“ 13 000 კოლოფი, ანუ 13 000 სამკურნალო დოზა შემოიტანეს, რაც, მისივე თქმით, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაშიც სრულიად საკმარისი იქნება.
ვანში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებს შორის ჩხუბი ერთ-ერთ რესტორანში, 11 იანვარს მოხდა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკისა და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული რ.ჭ. და 1969 წელს დაბადებული ნ.ს.…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11