weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში, ატენთან მდებარე ნასოფლარ დრეს დასახლების სტატუსი მიენიჭება. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 11 იანვრის სხდომაზე მიიღებს. მერიის მოთხოვნით, ტერიტორია სოფელ ატენისგან გაიმიჯნება და…

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში, ჯერჯერობით დაუდგენელი ვირუსით 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 11 წლის წინ ნასესხები თანხა ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ბანკი…

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ავტომატურად აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მიმართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბავშვთა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს. ცენტრის განცხადებით, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები დაწესებულებებში არ უნდა დაიშვან.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება გადაიდო. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სკოლების მსგავსად, ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი 21 იანვრიდან,…

განათლების სამინისტრომ სკოლებში სწავლის დაწყება გადადო. სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა. 18 იანვარი პარასკევია. შესაბამისად, საჯარო სკოლებში სწავლა 21 იანვრიდან განახლდება. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]