საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) პირველკურსელთა მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს მისაღებ სტუდენტთა კვოტა…
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, მუსიკოსებმა აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „მუსიკალური ოკუპაცია“ გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მუსიკალური ინსტრუმენტები არის მათი ხმა და იარაღი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში დააკავეს 43 წლის მამაკაცი, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კამერუნის მოქალაქეს.
ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაიღუპა. მას მიკროავტობუსი იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა.
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. სააგენტო „ლაივპრესთან“ აფთიაქის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედმა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, იარაღის მუქარით დაახლოებით 300 ლარი წაიღო და მიიმალა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – პასპორტსა და პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ. შშმ პირები აქციით სარგებლობას 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის სოფელ სეიდგოჯალოში, 21 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.თ. დამნაშავედ ცნო და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი შესუსტდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისულ ცენტრს გახსნის. სააგენტოს „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა, გოგი რევიამ განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11