weather cur horoscope tv
იანვარი 13, 2025

საზოგადოება

ყარაჯალა დიდი სოფელია, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 6370 რეგისტრირებული ამომრჩევლით. წელს სკოლა 18-მა მოსწავლემ დაამთავრა, უმაღლესში სწავლა კი მხოლოდ ერთმა გოგომ გააგრძელა: „განათლება ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფეხზე იდგეს, საკუთარ თავსაც…

თბილისში, პარლამენტთან გაშლილ კარვებში, სადაც შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ღამეს ათევენ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ელექტროგაყვანილობა და გათბობა დაამონტაჟა.

ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას, ადგილზევე დადგინდება და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაინერგება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ცნობით, რურუა სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

ხვალ, 5 დეკემბერს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. აკრძალვა 12:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოქმედებს.

2019 წლის 1-ლი აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეტაპობრივი ავტორიზაცია უნდა უზრუნველყოს. შესაბამისი ცვლილება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში შედის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.

„მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ის კომპონენტია, რომელზეც უნდა იყოს დამყარებული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი აღგიქვამდეთ როგორც მათზე…

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, მოკლული 33 წლის მამაკაცის ნათესავებმა და ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის ორ სახლსა და ოთხ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მათ ბრალდებულის ძმის ფერმის გადაწვაც სცადეს,…

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით გორგოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]