საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პროკურატურის განცხადებით, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული. სამი ბრალდებულიდან გიორგი მერებაშვილი დაკავებულია.
რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 24 წლის მამაკაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცხედარი პარკის დაცვამ ნახა და პოლიციას შეატყობინა.
ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება და ანალიტიკური თოქ-შოუ „თავისუფალი სივრცე“ 16 ოქტომბერს ეთერში ვეღარ გავიდა. „იბერიაში“ განმარტავენ, რომ იძულებულნი იყვნენ მაუწყებლობა შეეწყვიტათ, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა „ომეგა ჯგუფს“, რომლის…
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარი პროკურატურის მიერ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერს დადგმულს და სამარცხვინოს უწოდებს. როგორც გვარამიამ განაცხადა, 15 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერით დაანონსდა, რომ იგეგმებოდა…
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ოთხი დღის წინ, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გატაცებული 17 წლის გოგონას მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართება. ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია მთავრობის კანცელარიასთან 19:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის და პარლამეტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მზად არის, ხელისუფლების წინააღმდეგ…
სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ 15 ოქტომბერს, საღამოს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ.
„რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს, ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი უხელმძღვანელებს. ჯაფიაშვილი ამ თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შეირჩა.
რუსთავში, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბთან, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე წითელი საღებავით КГБ (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) დააწერეს.
მარნეულში, ე.წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მატარებელმა ახალგაზრდა მამაკაცი გაიტანა. სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი რელსებზე იჯდა და სიგნალის მიუხედავად, მატარებელს არ მოერიდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11