weather cur horoscope tv
იანვარი 12, 2025

საზოგადოება

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

გარდაბანში, 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ და აქციას მართავენ. მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა - არ აქვთ შრომითი ხელშეკრულება, ობიექტზე არ არის დასალევი წყალი და სასადილო.…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი მორიგი საგარეო ვიზიტის ფარგლებში საქართველოსაც ეწვევა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გადადგა. უწყების ინფორმაციით, გამყრელიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე: თალჰა ო. და ჰუსეინ ჩ.…

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე, 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, გარდაცვლილ ს.წ.-ს ორი თვის ჩვილი დარჩა.

21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემაა სარძევე ჯირკვლის კიბო. 2011 წლიდან მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა და მათ შორის საქართველოც, ყოველი წლის ოქტომბერს ამ პრობლემასთან ბრძოლის თვეს აღნიშნავს.

ქობულეთში მცხოვრები ათეულობით ადამიანი ბათუმში მდებარე ზაზა ღოღობერიძის სტომატოლოგიურ კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებს. „აჭარის ტელევიზიასთან“ დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბანკიდან სესხი სტომატოლოგმა მათ მოტყუებით ააღებინა, კბილები ამოუღო და ბოლომდე არ უმკურნალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]