საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიაში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.
პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, 10 სექტემბრიდან თბილისში აქციების გამართვას გეგმავენ.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში პოლიციამ 1977 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ფულის მოპარვას ცდილობდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რიგგარეშე მობილობა გამოაცხადა იმ პირებისთვის, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და ევროპის უნივერსიტეტს. შავი…
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი, 43 წლის ივანე კუპრაძე პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა. მას ხე დაეცა.
ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, ხობის, მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთვებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო სანქციებს უწესებს.
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში სარემონტო სამუშაოების დროს ხარაჩო ჩამოიშალა და მასზე მდგარი მუშა ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად თურქეთის ორი მოქალაქე - ქალი და მისი 8 წლის შვილიც დაშავდნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11