weather cur horoscope tv
იანვარი 12, 2025

საზოგადოება

რუსთავში, მარის დასახლებაში მდებარე წიწილების ინკუბატორში, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, 600 კვ.მ. ფართობი და 3 000 წიწილა დაიწვა.

ფაშისტურმა მოძრაობის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო…

პირველი სექტემბრიდან სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების ახალი რეგულაციები ამოქმედდა. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე,…

თუშეთის სოფელ ომალოდან 33 წლის ქალი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქალი ცხენიდან გადმოვარდა და თავის ტრავმა მიიღო.

სამართალდამცველებმა ახალციხეში ბინისა და ავტომობილების გაქურდვაში ბრალდებული, 1973 წელს დაბადებული პ.ჭ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენჯერმე ისროლა.

თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ორი პირი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე 24 წლის მამაკაცი ცდილობდა უზბეკეთის მოქალაქე 27 წლის ქალი საზღვარზე ჩემოდანში დამალული გადაეყვანა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.თ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილი გზაზე, ეცერის აღმართზე 23-ტონიანი საწვავმზიდი გადაბრუნდა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. როგორც „რეგინფოს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, დაიღვარა დაახლოებით 5 ტონა ბენზინი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი, გიორგი ჭელიძე დააკავა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. 3 სექტემბრიდან მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ასაკით პენსიონერები ჩაერთვებიან. აღნიშნულ ჯგუფები ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს (23 დასახელების)…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]