weather cur horoscope tv
მაისი 12, 2024

საზოგადოება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზარზმისა და მოხის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტ დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Echowaves-ის ტერიტორიიდან ოთხი დღის განმავლობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ერთი, 22 წლის მამაკაცი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში მამაკაცმა საკუთარი ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ Echowaves-ზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული ა. ღ, 1992 წელს დაბადებული მ. ზ. და 1992 წელს დაბადებული ჰ. ფ.…

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურისთვის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და წინასწარი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს. ამ საკითხზე მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 13:00…

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსია.

სვანეთში, სოფელ უშგულში, კოშკიდან 18 წლის ბიჭი გადმოვარდა და დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა ბესო ჩარქსელიანმა უთხრა, დაშავებულს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანენ.

ბორჯომში, ახალდაბა-ხაშურის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის ჯერ მსუბუქი ავტომობილი, შემდეგ კი ტრაილერი დაეჯახა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში უცნობმა პირებმა დარეკეს და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. კერძოდ, დატოვეს შეტყობინება, თითქოს კომისიის ხელმძღვანელი პირები რეგიონის ახალ გუბერნატორებთან შეხვედრაზე იყვნენ დაბარებულნი.

28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით „რეგინფომ“ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თელავში ამომრჩევლები გამოკითხა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]