weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

აფხაზეთში ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის ვალტერ სანაიას შვილი, ბიზნესმენი გენადი სანაია გაიტაცეს. სოხუმის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც გენადი სანაიას ეკუთვნის, სოფელ ქვემო ეშერაში იპოვეს.

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა და ახლოს მდებარე სახლებზე გადავიდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში საბავშვო ბაგა-ბაღი დაარბიეს. განადგურებულია სათამაშოები, დახეულია წიგნები, დამტვრეულია ჭურჭელი და ავეჯი. საბავშვო ბაღის მენეჯერის, ნანა აბაშიძის თქმით, სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა შენობაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში იმ დროს…

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში უმკაცრესი რეგლამენტაცია უნდა განხორციელდეს.

სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 1986 წელს დაბადებული მამაკაცი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აგვისტოს, ბრალდებულმა 2001 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი გასტაცა…

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, Toyota Prius-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი პირველი არხის შენობასთან დღეს გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. პროფკავშირის განცხადებით, აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ მაუწყებლის 150-მდე თანამშრომელს, რომელმაც გასულ კვირაში მენეჯმენტისაგან სამუშაო რეჟიმისა და შრომის ანაზღაურების ფორმის შეცვლის…

რუსთავში, მარის დასახლებაში მდებარე წიწილების ინკუბატორში, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, 600 კვ.მ. ფართობი და 3 000 წიწილა დაიწვა.

ფაშისტურმა მოძრაობის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]