weather cur horoscope tv
იანვარი 12, 2025

საზოგადოება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, ვერტმფრენი ცეცხლის იმ ერთ კერას ჩააქრობს,…

აჭარაში, ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ერთმანეთს ორი საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

გამოცემა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების სახლი გაქურდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ია. სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი…

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანაკლიაში ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სააგენტო „ლაივპრესს“ პროკურორმა მაია ჯაბუამ განუცხადა, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 ჰექტარზე ფოთლოვანი ტყე იწვის. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას 12 საათზე მეტია უშედეგოდ ცდილობენ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში შესაძლოა…

კონკურსში „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ გამარჯვებული 21 წლის ლიკა ტორიკაშვილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული საქართველოს 5 მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU)…

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა. დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]