საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში შვილმა 68 წლის მამა ცემა. ფიზიკური შეურაცხყოფა მამამთილს რძალმაც მიაყენა. ცემის შედეგად დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რის გამოც ის ყვარლის საავადმყოფოში მოათავსეს.
პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს 24 წლის ვალერი შუხოშვილის გარდაცვალების ფაქტს. ახალგაზრდა მამაკაცი ვარკეთილში მდებარე სამხედრო დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 22 თებერვალს დაიღუპა. სასიკვდილო ჭრილობა მას მუცლის არეში აქვს მიყენებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში…
„ერთი კაცის ისტორია“ - ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე მოწყალების მთხოვნელი მოხუცის ყოველდღიურობას აღწერს. ერთი წლის განმავლობაში მოხუცის ფოტოებს ფოტოგრაფი დათო ქორიძე იღებდა.
თბილისში, თაბორის მთაზე, „პანორამა თბილისის“ გოლფის კლუბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. 27 წლის ლევან ლაფაჩი, 21 იანვარს, ახლადდასხმული ბეტონის ჭერის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
დღეიდან მესტია-ნატახტარი-მესტია და მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ავიარეისები განახლდა. საჰაერო მიმოსვლა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიარეისების განმახორციელებელ კომპანიას შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 1 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გაყიდვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის ორ ინვესტორზე გასხვისება მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, რის…
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება მიმდინარეობს. ამის გამო, 26 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა, თვის ბოლომდე, - ესე იგი 22 დღეში, - 10 160 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები…
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალი ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11