weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2025

საზოგადოება

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ბრალდებული ს.ზ. დამნაშავედ ცნო და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები შეღავათიანი ფასის ბილეთებით ვეღარ სარგებლობენ. აჭარის ტელევიზიას საქართველოს რკინიგზაში დაუდასტურეს, რომ ფასდაკლება 19 თებერვლიდან შეწყდა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

გერმანული გამოცემა Die Welt ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2018 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, გამგეობის ბალანსზე არსებული „MITSUBISHI PAJERO 3500“ და „GAZ-31029“ ვერ მოიძებნა. გამგეობას არ გააჩნდა ინფორმაცია ამ ავტომანქანების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

მარნეულში მცხოვრები 16 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, სკოლის მიტოვებას აპირებს. მისმა მშობლებმა სკოლის დირექტორს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ დაიწყო, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა პრეზიდენტმა…

თელავის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ლეჩურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი დღეს, გამთენიისას ხევში გადავარდა.

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ამის მიზეზი ჩუტყვავილას გართულებული ფორმა გახდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]