საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქობულეთში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 35 წლის მამაკაცი, რომელიც მუცლისა და გულმკერდის არეშია დაჭრილი, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
გორში, წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში სტიქაროსანმა ხატების გვერდით ხელყუბარა იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგა. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი.…
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარ კონსტანტინე ციხისთავის მონათხრობს ავრცელებს. ციხისთავის განცხადებით, გიორგი სანაია ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის…
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
გურჯაანის სპირტის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის დათო ოდიკაძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მუშა შემდუღებლებს ეხმარებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე მეცხოველეობის ფერმაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცი ნათესავმა სანადირო თოფიდან გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან გადაბრუნებულ და აფეთქებულ საწვავმზიდს 23 ტონა დიზელი გადაჰქონდა. საწვავმზიდი კომპანია „სოკარს“ ეკუთვნოდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11