საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ავიარეისები განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი – სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი შეასრულებს.
მარნეულის მერია თავის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელებისათვის 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარს ხარჯავს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „მარნეული ტვ“ - მ გაიმარჯვა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ბესლან ცვიჟბასთან შეხვედრისას განაცხადა.
თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დაგეგმილია ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და თანამშროლების გადამზადება.
დღეს, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის, იოსებ ჩხიკვიშვილის განცხადებით, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია 21 მარტსაც იგეგმება. კონსულის განმარტებით, უკან იმ ადამიანებს აბრუნებენ, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრეს.
ბათუმელი მეთორმეტეკლასელი, 18 წლის დავით ჯინჭარაძე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ქალაქ აბუ-დაბიში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შედის. მან უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო, რაც 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ღამის საათებში 10 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს, რომელიც ხაშურიდან დედაქალაქში ზოოპარკის სანახავად ჩავიდა. როგორც გიორგი ნოზაძე ამბობს, სახლიდან გაიპარა და თბილისისკენ მიმავალ მატარებელს გაჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი, რომელიც 20 წლის გოგომ სახლში გააჩინა, არ დაკარგულა. შსს-ს ინფორმაციით, დაახლოებით 10 დღის წინ, პოლიციას ჩვილი სახლში გარდაცვლილი დახვდა, მას ექსპერტიზა…
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ექვსი ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლებსაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. პირველი ინიციატივის მიხედვით, 2019 წლიდან, საქველმოქმედო ორგანიზაციების, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, დაბეგვრის სისტემა ე.წ. ესტონურ მოდელზე გადავა.…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11