საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა სოფელში არ…
თურქეთის პოლიციამ კანონიერი ქურდის დავით ალხანაშვილის („დათო პანკისკი“) მკვლელობა გახსნა. რუსული გამოცემა Life ამ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს და მისი შენახვა - რეალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.
შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, აქედან 4 ქალბატონია.
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან 23 კილომეტრში დაფიქსირდა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 20 წლის ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ თავი მოიკლა. პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ევროპარლამენტის წევრი, პორტუგალიის სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ანა გომეში გამოეხმაურა. ევროპარლამენტარი რუსეთს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შექმნა. აპლიკაციის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა.
თბილისში, გლდანის რაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, შენობაში შეიარაღებული პირი შევიდა, რომელიც სროლით იმუქრებოდა. თავდამსხმელმა თანხის გატაცება მოახერხა.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მახინჯაურიდან და ქობულეთიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას და გადარგვას აპროტესტებდნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11