საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების აცრის საკითხი გადაწყდება.
„ქართული ოცნება“ N65 მარტვილის საარჩევნო ოლქის პირველი უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. აღნიშნულ უბანზე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხორავამ 225 ხმით მეტი მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილით მიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, შეშფოთებულია დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ ინფორმაციით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ საკუთარ მხარდამჭერებს არ მოუწოდებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ.
რუსთავში, N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. მასში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც მონაწილეობენ და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
„ქართული ოცნებიდან“ ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ქარელში აღმოჩნდნენ ამომრჩევლები, რომელთაც არ სურთ მუნიციპალიტეტის განვითარება და წარმატება.
„ბოლომდე უნდა დავამთავროთ დაწყებული საქმე და „ნაცმოძრაობა“ თანდათანობით, 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან. ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11