weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციას მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება პრეზიდენტმა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე თბილისში მიმავალ მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ცოცხებით თელავის გასასვლელშიც დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ცოცხებით აღჭურვილ რამდენიმე ადამიანს შორის „ქართული ოცნებიდან“ თელავის საკრებულოს წევრი ლევან კოჭლოშვილიც…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა შერიგების შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მოწოდებებს და განაცხადა, რომ ყველას სურვილია, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთ დღეს დაფიქრდნენ საკუთარ დანაშაულებებზე.

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პარლამენტარი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის მიმართ ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად, არ აქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მისი თქმით, საკუთარ თავში აღმოაჩინა ემპათია…

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს აქცია გაიმართება, რომელსაც მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული და 18:00 საათზე დაიწყება. 

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი, წარსული და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან გამონახავს საერთო ენას“, –…

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის ხელისუფლება კი თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ტოვებს.

ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრმა, მაიკლ გალერმა საქართველოში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაუხრიდან გაჟონილ, უკანონო მოსმენების ამსახველ ფაილებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში შესაბამისი მინისტრი პასუხისმგებლობას…

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი იყო, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რაც მეტია ამ საკითხზე აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]