weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, შექმნას „გარე მტერი“ და მოსახლეობის ყურადღება გადაიტანოს. ამგვარად აფასებს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ მოვლენებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსული გამოცემა „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ახალი სამთავრობო ცვლილებებით პოლიტიკაში ძლიერდებიან ძალოვანი სტრუქტურები, ჩვენ ფაქტობრივად, გავდივართ დემოკრატიიდან - ასე აფასებს მთავრობის ყოფილი წევრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

გიორგი გახარიას და მის კანდიდატურებს ექნება მხარდაჭერა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან „კულტურული წასვლისთვის“. როგორც ივანიშვილმა დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ბახტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რადგან ჩათვალა, რომ თავისი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური  წარადგინა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

ტელეკომპანია „კავკასია“ მამუკა ბახტაძისა და სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ Facebook პირად გვერდზე ტელეკომპანიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა დაწერა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ხვალ, 3 სექტემბერს დილით გახდება ცნობილი. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. დღეს, 2 სექტემბერს „ფეისბუქზე“გამოქვეყნებულ წერილში ბახტაძე წერს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი მისია შეასრულა. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]