weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების დელეგაციები სირიის დედაქალაქ დამასკოში ჩავიდნენ. ისინი სირიასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას აფხაზური და ცხინვალის მედია ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტის თემაზე პირდაპირ ტელეეთერში სასაუბროდ იწვევს. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომლის დაფუძნებასაც სექტემბერში გეგმავს, ცნობილ პოლიტიკოსებს არ მოიაზრებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეუქცევადი პროცესია“, - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება.

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ზეიმია - დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების მეთერთმეტე წლისთავს აღნიშნავენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საზეიმო ღონისძიებების გამო ე.წ. საზღვარზე გადაადგილებაც კი ჩაკეტა.…

აფხაზეთში 8 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. როგორც სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებით გახსნილ საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის არც ერთი ხელისუფლება 11  წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებას არ შეეგუება.

პოლონეთის ინიციატივით, ამერიკის და ევროპის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს. განცხადების ტექსტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]