საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ დარბაზში აღარ შეუშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან უძღვებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას.
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან დეპუტატებს რუსულად მიმართავს.
არანაირი დისკომფორტი, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა, – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც რუსულ დელეგაციასთან ერთად თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიაზე ჩამოვიდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან „ღია კარის“ პოლიტიკის საფრთხეს ბოლომდე ვერ აცნობიერებს. ამის შესახებ ის „ტვიტერზე“ წერს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მოვლენებს წინ არ გავუსწროთ – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ამასთან, პრემიერმა დაადასტურა, რომ სამთავრობო გუნდში ცვლილებები განხორციელდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას სავარაუდოდ დღეს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
„მე რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყო, დღეს იქვე ტრიბუნაზე დავაკავებდი ვასაძეს“, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გაკეთებულ მუქარის შემცველ…
„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი მიუხედავად, მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ…
სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამით სლოვენია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11