საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი“, – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
საქართველოს ლეობორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც, მისი თქმით, სენატორებსა და კონგრესმენებთან შეხვედრებს გამართავს. როგორც ნათელაშვილი ამბობს, შეხვედრების ფარგლებში საარჩევნო პროცესებსა და „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე“ საუბარს გეგმავს.
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ხელისუფლება 19 მაისის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. რულოვსის თქმით, რეაგირებას დიპლომატიური კორპუსისგანაც ითხოვენ.
გაერთიანებული ოპოზიცია №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნის საფუძვლად რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსიის დროზე ადრე გაცემას ასახელებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მოხარული იქნება ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გათავისუფლებული ადგილი დაიკავოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეების შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ეხმაურება ბოლო დღეებში, ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებს, რამაც, ორგანიზაციის განცხადებით, შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და…
პოლიციამ ზუგდიდში, სანდრა რულოვსთან ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მამაკაცი დააკავა. გელა კვარაცხელიამ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი უარყო და განაცხადა, რომ მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაუპირისპირდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ დღეს, მერის რიგგარეშე არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად…
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მის მიერ დაწყებული პროექტები შვილებივით უყვარს. მისი თქმით, თავს შვილმკვდარ მამად გრძნობს, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ამ პროექტებს „ანადგურებს“.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11