საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოქმის მონაცემებით, მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია. კობახიძის თქმით, დანარჩენ ოლქებს მათი კანდიდატები „დიდი უპირატესობით იგებენ“.
ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანიდან პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პირადობის მოწმობის არქონის მიზეზით გამოაძევეს. ინციდენტი კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მოხდა.
„ყველა ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” და „რუსთავი 2“-ის მაღალი კონცენტრაცია და განსაკუთრებული ინტერესი არ არის, ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ზუგდიდის მერის არჩევნებში სანდრა რულოვსი იმარჯვებს. როგორც მან აღნიშნა, ზუგდიდელები მასიურად უჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში არჩევნები პირველ ტურშივე დასრულდება. როგორც ჩიქოვანი ამბობს, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გიორგი…
ნინია ცისკარიშვილი, რომელიც სავრაუდოდ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ბრალდებას დესტაბილიზაციის დაგეგმვის შესახებ აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი საუბარი არ ჰქონია და არც…
„ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც „ფეისბუქ ლაივის“ დროს…
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, რომ მათ არჩევნების ნებისმიერი შედეგის…
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მისცა ხმა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მმართველი პარტიის კანდიდატები არჩევნებს ყველა ოლქში პირველივე ტურში მოიგებენ.
„ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11