საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. განჩინება მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებს, რისთვისაც თანამოაზრეებთან კონსულტაციებს იწყებს. ბესელიას განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფი პირველ ეტაპზე თემატურად გაერთიანდება.
ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, მისი პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს.
ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც „ქართული ოცნების“ დატოვება გადაწყვიტა. ფოფხაძის თქმით, პირველი მიზეზი, იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავებაა, ხოლო მეორე, განსხვავებული…
გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გალში გარდაცვლილი ნათესავის ენგურის გამოღმა დატირება დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ კი მომხდარს სპექტაკლი უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას წასვლით, ოპოზიციურ ძალებსაც მეტი სანერვიულო გაუჩნდათ. თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ახალი ოპონირების არ ეშინია.
ვეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული რეზოლუცია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც „სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობს.
საპარლამენო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამაუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გუშინ მას განცხადებით მიმართა და ფრაქცია დატოვა. მდინარაძის თქმით, ფოფოხაძეს პარტიის დატოვების თაობაზეც აქვს განცხადება…
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11